logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია მურთაზ ზოდელავას: მაგ თემაზე შენ მაინც გაჩუმდი...
- +

6 ივლისი. 2020. 16:42

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს მურთაზ ზოდელავას განცხადებას ეხმაურება, სადაც ზოდელავა შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას პარალელს ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმის საქმესთან ავლებს და აცხადებს, რომ გამსახურდიაზე თავდასხმა ხელისუფლების „გაბლატავებულმა“ ხალხმა ჩაიდინა.

 

„მურთაზ, 0238 იყო ბოლოში თუ 2222, რომელ ნომერზე დაგირეკე, აღარ მახსოვს, ბათუმში ვიყავი 9ანძების ამოღება შეიძლება). ცოტნეზე იქნებ რამე ქნათ, ხომ იცი, იქ ტყუილად ზის-თქო. მიპასუხე: რაც კანონით ეკუთვნის, ის აქვს და შეღავათი არ ექნებაო.

 

მაგ თემაზე შენ მაინც გაჩუმდი“, - წერს „ტვიტერში“ გიორგი გამსახურდია და ამით ყოფილ მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას წინა ხელისუფლების დროს ცოტნე გამსახურდიას დაკავებას ახსენებს და მათ შორის გამართულ დიალოგს ასაჯაროებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner