logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია აბიტურიენტებს: თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა
- +

6 ივლისი. 2020. 16:45

 

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს.

 

„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წარმატებას გისურვებთ ახალგაზრდებო!

 

თქვენს ცხოვრებაში ეს არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ახალი ეტაპი, როდესაც საკუთარ მომავალს განსაზღვრავთ.

 

დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევას წარმატებით გაართმევთ თავს და შეძენილ ცოდნას საუკეთესოდ გამოამჟღავნებთ.

 

თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ოფიციალურ გვერდზე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner