logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 500-მეტრიან რადიუსში დგომის აკრძალვა კომიკურია
- +

6 ივლისი. 2020. 17:35

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსით იკრძალება 25-მეტრიან რადიუსში აგიტაცია და ამომრჩევლის ფიზიკურად შეფერხება, თუმცა, დგომის აკრძალვა გათვალისწინებული არ არის.

 

მისივე თქმით, კენჭისყრის შენობიდან 500-მეტრიან რადიუსში დგომის აკრძალვა კომიკურია.

 

„ამ ეტაპზე ჩვენ საარჩევნო კოდექსით ვკრძალავთ მხოლოდ სააგიტაციო მასალის განთავსებას 25-მეტრიან რადიუსში და იკრძალება ამომრჩევლის ფიზიკურად შეფერხება, მაგრამ დგომის აკრძალვა საარჩევნო კოდექსით არ არის გათვალისწინებული.

 

რაც შეეხება 500-მეტრიან აკრძალვას, ეს საერთოდ კომიკურია. მაგალითად: პარლამენტის გვერდით, პირველი სკოლის შენობაში არის საარჩევნო უბანი და რომ დაწესდეს 500-მეტრიანი კი არა, 50-მეტრიანი რადიუსი, ადამიანებს აეკრძალებათ გაჩერებაზე დგომაც კი.

 

ეს არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი და კომიკური. კარგად ჩანს, რომ მათ ინტერესებში არ არის 25- მეტრიან რადიუსში ამომრჩევლის დგომის აკრძალვის უზრუნველყოფა. ანუ, ძალიან მარტივად გაიშიფრნენ ისინი ამ პასუხებით“,- განაცხადა კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ, პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა მემორანდუმის გაფორმება, რათა ყველას აეღო პასუხისმგებლობა კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25-მეტრიანი რადიუსის დაცვაზე.

 

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ უარი თქვეს.

 

მისივე თქმით, თავიდანვე ჩანდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ინტერესში რადიუსი არ შედიოდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner