logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს, რან გიდორს შეხვდა
- +

8 ივლისი. 2020. 18:28

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა ისრაელის სახელწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრეს.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ისრაელის სახელწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოთი და განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით დაინტერესდა.

 

საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.

 

„განვიხილეთ თუ როგორ აისახება პოლიტიკურ პარტიებზე საარჩევნო კოდექსში განხორციელებული და საკონსტიტუციო ცვლილებები. ვისაუბრეთ საქართველოსა და ისრაელს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორობაზე, საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე და დავსახეთ სამომავლო ურთიერთობები ჩვენს ფრაქციასა და ისრაელის პარლამენტს შორის, რათა მომავალში საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიათა ურთიერთობები მეტად განვითარდეს და გაღრმავდეს. ელჩი დაგვპირდა, რომ პოზიტიურ წვლილს შეიტანს ამ პროცესში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირმა ინაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner