logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: მოქალაქეები, ვისთვისაც თავისუფალი მიმოსვლა საქართველოში გაიხსნა, შეავსებენ ელექტრონულ ფორმებს
- +

8 ივლისი. 2020. 18:28

 

 

 

“არსებობს ელექტრონული ფორმა, როდესად დაიწყებენ ადამიანები დაგეგმვას საქართველოში ვიზიტის, მათ შეეძლებათ წინასწარ შეავსონ ეს ელექტრონული ფორმა, რამდენიმე დღით ადრე. ასევე ექნებათ საშუალება, აქვე, ადგილზე ჩამობრძანებისას შეავსონ,  -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, ეს ელექტრონული ფორმები განთავსდება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge.

 

„ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან გერმანიის, საფრანგეთის და ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის მოქალაქეები, ან რეზიდენტები. ამ სახელმწიფოებთან გაიხსნა თავისუფალი მიმოსვლა. ამაზე არის დღეს საუბარი. ამ ადამიანებს შეუძლიათ საქართველოში იმოგზაურონ. მათ შეეძლებათ წინასწარ შეავსონ ეს ფორმები, ასევე, შეეძლებათ შეავსონ ადგილზე. ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აქ იქნება ასახული, არის ინფორმაცია საქართველოში ჩამოსვლამდე 14 დღით ადრე მათი მოგზაურობის ისტორიის შესახებ, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, განვსაზღვროთ შესაძლო საფრთხეები, თუ ასეთი იარსებებს.

 

კონტროლზე არ არის საუბარი. საუბარია ინფორმაციის ფლობის შესაძლებლობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დაგვჭირდა ამ ადამიანის ადგილსამყოფელის სწრაფი და ოპერატიული მოძიება, გვქონდეს მაქსიმალურად შეზღუდული ის არეალი, წრე, სადაც შეიძლება ეს ადამიანი იმყოფებოდეს ამ პერიოდში “  - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner