logo_geo
eng_logo
გარდაიცვალა „ხუტა უფროსი“ - გოვენ ჭეიშვილი
- +

8 ივლისი. 2020. 19:44

 

 

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 80 წლის ასაკში, კინოსა და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი  გარდაიცვალა.

 

იგი  1940 წელს ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტის მუსიკალური განყოფილება 1970 წელს.

 

1967-1976 წწ. გამოდიოდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. წარმატებით მოღვაწეობდა ესტრადაზე. 1964-1994 წწ. იყო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი. კინოგადაღებებში მონაწილეობს 1969 წლიდან. მთავარი როლები შეასრულა გ. პატარაიას ფილმებში „რეკორდი” (1972, ხუტა) და „კუჩხი ბედინერი“ (1976, კოჩია).

 

გადაღებულია ფილმებში: „ნეილონის ნაძვის ხე“ (რ. ესაძე, 1985), „ლალე“ (რ. ლორთქიფანიძე, 1985), „დამშვიდობება“ (ზ. თუთბერიძე, 1987), „კირილეს ოდისეა“ (დ. ბათიაშვილი, 1985), „ლომა“ (ბ. რაჭველიშვილი, 1987), „ჩემი ბოშები“ (ლ. გორდელაძე, 1987), „წითელი პატეფონი“ (დ. აბაშიძე, 1995), „სამოთხის გვრიტები“ (გ. ჩოხელი, 1997, ეფრემა), „მიჯაჭვული რაინდები“ (გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ (ნ. ექვთიმიშვილი, ს, გროსი, 2016) და სხვ.

 

1996 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში.

 

გოვენ ჭეიშვილს 9 ივლისს, ქუთაისში საფიჩხიის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საფიჩხიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner