logo_geo
eng_logo
ორბელიანების სასახლე დამთვალიერებლებისთვის დღეს გაიხსნება
- +

9 ივლისი. 2020. 11:41

 

 

სამთვიანი პაუზის შემდეგ, ორბელიანების სასახლე დამთვალიერებლებისთვის დღეს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

რეგულაციების გათვალისწინებით, საექსკურსიო ჯგუფში 10 ადამიანი დაიშვება.

 

ორბელიანების სასახლეში დამთვალიერებლებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ხოლო შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგით შემოწმდებიან და დეზობარიერს გაივლიან.

 

ორბელიანების სასახლე სტუმრებს ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს, 12-იდან 5 საათამდე უმასპინძლებს. მსურველებმა წინასწარ უნდა გადაგზავნონ ელექტრონული ფოსტით სახელი, გვარი და პირადი ნომერი მისამართზე- info@president.gov.ge

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner