logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ყოველ ორ კვირაში ერთხელ, გადაიხედება მოქალაქეების მგზავრობის პირობები და უსაფრთხო ქვეყნების სიები
- +

9 ივლისი. 2020. 13:47

 

 

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - რამდენიმე ქვეყნის აეროპორტს ამოვიღებთ ნოტამის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშორისო ფრენებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო, დავალების შესაბამისად, პირდაპირ მოლაპარაკებებს ახორციელებს ევროპულ ავიაკომპანიებთან, იმისთვის, რომ პირდაპირი ფრენები აღდგეს მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფ დროში.

 

„სანამ ეს მოხდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე ქართული ავიაკომპანია, ისევე, როგორც ჩვენი უცხოელი პარტნიორი ავიაკომპანიები განაახლებენ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ გამოყვანას სხვადასხვა დედაქალაქებიდან, რაც არის ერთმნიშვნელოვნად სოციალური პროექტი, ჩვენი ქვეყნის მთავრობის ვალდებულება და ეს პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ამაზე იქნება მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რასაც აფიქსირებს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, შეთანხმების შესაბამისად, ყოველ ორ კვირაში ერთხელ, გადაიხედება როგორც მოქალაქეების მგზავრობის პირობები, ასევე უსაფრთხო ქვეყნების სიები. ეს არის ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობა, პანდემიის გლობალურად გავრცელებასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner