logo_geo
eng_logo
პრეზიდენტმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ნინოს ხატი გადასცა
- +

9 ივლისი. 2020. 14:49

 

 

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ნინოს ხატი გადასცა, რომელიც თავად უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით საქართველოში 1994 წელს დაიწერა და ამავე წელს იერუსალიმში, წმინდა მიწაზე გაიგზავნა, სადაც ქართველ მონაზვნებთან ინახებოდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

26 წლის შემდეგ კი, წმინდა ნინოს ხატი წმინდა ნინოს მსგავსად, სიმბოლურად, იერუსალიმიდან საქართველოში გამოემგზავრა, სადაც წმინდა ნინოს გზას გაივლის და ამ გზას 11 ივლისს მცხეთაში დაასრულებს; 12 ივლისს კი, პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვაზე სვეტიცხოვლის ტაძარში დაასვენებენ.

 

აღსანიშნავია, რომ წმინდა ნინოს ხატის იერუსალიმიდან საქართველოში, კაბადოკიელი წმინდანის მიერ განვლილი გზით, სიმბოლურ მოგზაურობაზე საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელში ვიზიტისას იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრისას ისაუბრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner