logo_geo
eng_logo
დიღმის მასივის მეექვსე კვარტალში ასფალტის საფარი წესრიგდება
- +

9 ივლისი. 2020. 15:13

 

 

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მერვე კორპუსთან ასფალტის მოწესრიგება დაიწყო. სამუშაოების მიხედვით, 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის დაზიანებული ფენა მოიხსნა და მის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

პროექტს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ბი ემ სი“ ახორციელებს, რომლისთვისაც 40 000 ლარია გამოყოფილი.

 

შიდაკვარტლური ეზოების მოწესრიგების პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე, მერვე კორპუსიდან მეთექვსმეტე კორპუსამდე არსებული ტროტუარისა და ბორდიურის დემონტაჟი მიმდინარეობს, სადაც ახლის მოწყობა იგეგმება.

 

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი, ირმა ზავრადაშვილი გაეცნო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner