logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილის მმართველობის დროს, თავდაცვის სამინისტროში დაკარგული არის დაახლოებით მილიარდნახევარი ლარი და სწორედ კეზერაშვილის დროს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი არის გაფლანგული
- +

9 ივლისი. 2020. 16:10

 

 

„ჩვენი ოპონენტები ძალიან შეეჩვივნენ უსაფუძვლოდ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბრალდებების წარდგენას კორუფციაში თუ კრიმინალთან ურთიერთობაში, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ფაქტებით. მე არა ერთხელ მითქვამს, და დღესაც გავიმეორებ, რომ ფაქტი არის  და ეს დადასტურებულია შესაბამისი კომპეტენტური სამსახურების მიერ, რომ თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში, სააკაშვილის მმართველობის დროს, ადგილი ჰქონდა ძალიან მაღალ კორუფციას. დაკარგული არის დაახლოებით მილიარდნახევარი ლარი და სწორედ კეზერაშვილის დროს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი არის გაფლანგული, რაზეც უწყებები მუშაობენ“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ისრაელის მიერ წამოწყებული საქმე, არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ფული რომლის გათეთრებაზე სავარაუდოდ, არის საუბარი, უკავშირდება კეზერაშვილის ცნობილ მეთოდებს.

 

„ისრაელის მიერ წამოწყებული საქმე, რომელიც ჯერ არ მისულა საბოლოო გადაწყვეტილებამდე,  ჩემთვის არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი და ინფორმაცია, რომ ფული რომლის გათეთრებაზე სავარაუდოდ, არის საუბარი, სწორედ უკავშირდება ასე ვთქვათ  კეზერაშვილის ცნობილ მეთოდებს - როგორ გაეტანა საქართველოდან ის ფული, რომელიც ეკუთვნოდა ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს ოფიცრებს და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უნდა მოხმარებოდა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო ისრაელის სახელმწიფოსთან ყოველთვის  აქტიურად თანამშრომლობს და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება კიდეც თუ ისრაელის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები ქართული მხარის ჩართვას ისურვებენ.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner