logo_geo
eng_logo
პირველად საქართველოში – თბილისში გიგანატური საჰაერო ბურთით ფრენა უკვე შესაძლებელია
- +

9 ივლისი. 2020. 16:41

 

 

დედაქალაქს ახალი უსაფრთხო, ორიგინალური და შთამბეჭდავი ატრაქციონი შეემატა.

 

ისინი, ვისაც არც სიმაღლის შიში აქვთ და ექსტრემალური შეგრძნებებიც იზიდავთ, რიყის პარკიდან 150 მეტრ სიმაღლეზე, 10-სართულიანი შენობის ზომის საჰაერო ბურთით აფრენას შეძლებენ.

 

საქართველოში პირველი, უზარმაზარი საჰაერო ბურთი ქალაქის ცენტრში – რიყის პარკშია განთავსებული.

 

ბურთი ვერტიკალურად, 150 მეტრის სიმაღლეზე იფრენს, ფრენის მაქსიმალური სიმაღლის მიღწევისას კი 45-სართულიან შენობას გაუტოლდება.

 

ორგანიზატორების ინფორმაციით, საჰაერო ბურთზე ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაიშვება, ბავშვებს ატრაქციონით სარგებლობა მშობლების თანხლებით შეეძლებათ.

 

ატრაქციონზე, რომელიც აღჭურვილობით ცნობილმა ფრანგულმა კომპანია „Aerophile“-მა უზრუნველყო, 30 ადამიანი მოთავსდება, ფრენა კი 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.

 

რაც შეეხება ფასებს, ამ დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღება საქართველოს მოქალაქეებს - 35, ხოლო ტურისტებს 50 ლარი დაუჯდებათ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner