logo_geo
eng_logo
ირაკლი აბუსერიძე: ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ზედმეტი დაბრკოლების გარეშე ჩაერთოს სპორტულ აქტივობაში
- +

9 ივლისი. 2020. 16:41

 

 

საქართველოს პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები შეხვდნენ თემატური მოკვლევის საკითხზე მომუშავე ჯგუფის წევრებს თემაზე: „როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე“.

 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა და ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ, ყურადღება გაამახვილა მასობრივი სპორტის საჭიროების საკითზე და აღნიშნა, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ზედმეტი დაბრკოლების გარეშე, ჩაერთოს სპორტულ აქტივობაში.

 

„საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლების დიდ ნაწილში სპორტული დარბაზები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია, არ არის გასახდელი ოთახები და სველი წერტილები, ეს პრობლემები უახლოეს პერიოდში მოსაგვარებელია. თუ ჩვენ შევძლებთ აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ჯანდაცვის მიმართულებითაც ბევრი პრობლემა მოგვაკლდება, რადგან ჯანსაღი თაობები გაიზრდებიან. ჯანსაღი ცხოვრების დანერგვის პოპულარიზაცია არ არის მხოლოდ სპორტის კომიტეტის ვალი, ეს ყველა ჩვენგანის ვალია, ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

 

თემატურ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ე.წ. სოციალური ვაუჩერების სისტემის დანერგვის საკითხზეც, რომელიც პირველ ეტაპზე გადაეცემათ მხოლოდ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს და ეს მიდგომა მომავალში ასევე შეეხება შშმ პირებსაც.

 

„თქვენ თავად ხართ ძალიან წარმატებული სპორტსმენი და ყველამ კარგად ვიცით, რა გზაც გაიარეთ. ამიტომ, როდესაც სპორტის მასობრიობაზე ვსაუბრობთ და გვსურს, ბევრი წარმატებული სპორტსმენი აღვზარდოთ, სწორედ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციითა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობით უნდა შევძლოთ, რომ ბავშვები ქუჩას მოვწყვიტოთ და სპორტის მიმართ ინტერესი გავუჩინოთ“, - აღნიშნა „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბოჟაძემ. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner