logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მიუღებელია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით
- +

9 ივლისი. 2020. 16:49

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია.

 

„ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით“,- წერს ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ესპანური გუნდი „ბასკონია“ დატოვა და მოსკოვის „ცსკა“-ში გადავიდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner