logo_geo
eng_logo
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ 2019 წელს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გატარებულ საგამოძიებო ღონისძიებებზე ისაუბრა
- +

10 ივლისი. 2020. 13:04

 

 

„კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში, 2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 91 საქმეზე. ხოლო, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 135 პირი, მათ შორის, ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და სხვა ფაქტებზე. გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულ იქნა არაერთი საჯარო მოხელე“, - აღნიშნა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

 

ანგარიშის წარდგენისას, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციის თვალსაზრისით, სამსახურისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს  კორუფციულ დანაშაულებზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

 

„კორუფციის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, გასულ წელს მნიშვნელოვნად გაძლიერდა სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობები. სააგენტოს შემადგენლობაში შეიქმნა კორუფციის პრევენციის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს კორუფციის აცილება-გამოვლენის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, საჯარო სექტორში კორუფციის რისკების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner