logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ხოჯევანიშვილი: საქართველოს მთავარ გამოწვევად, კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება
- +

10 ივლისი. 2020. 13:59

 

 

„ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა და ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართული იზოლაციის პროცესი რჩება“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ უწყების 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, რუსეთის ფედერაცია 2019 წელსაც განაგრძობდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ე.წ. პოლიტიკური სპექტრის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას.

 

ანგარიშის წარდგენისას, მან ასევე აღნიშნა, რომ კვლავ მწვავედ დგას ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლისა და ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და რეგიონში დაბრუნების გამორიცხვის მიზნით მათი სახლების განადგურება.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფლობს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. სამსახურის მიერ ხორციელდებოდა აღნიშნულ პროცესებში ჩართული პირებისა და ე.წ. ორგანიზაციების იდენტიფიცირება. მიმდინარეობდა საერთაშორისო ფორმატების გამოყენება ოკუპირებულ რეგიონებში დაფიქსირებულ უკანონო აქტივობებზე, მათ შორის, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროვებაზე რეაგირების მიზნით“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner