logo_geo
eng_logo
ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში არ მივა და სასამართლოში გამოკითხვას მოითხოვს
- +

10 ივლისი. 2020. 16:45

 

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში არ მივა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა, გვარამია სასამართლოში გამოკითხვას მოითხოვს.

 

გვარამია კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე დღეს, 17:00 საათზეა დაბარებული.

 

„გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ“, - აცხადებენ შსს-ში.

 

წყარო: 

https://www.interpressnews.ge/ka/article/608820-nika-gvaramia-kriminalur-policiashi-ar-miva-da-sasamartloshi-gamokitxvas-moitxovs

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner