logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: საწვავის ხარისხის დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები გამკაცრდება
- +

10 ივლისი. 2020. 19:13

 

 

 

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საკანონმდებლო ბაზა იყოს მოწესრიგებული და მე მინდა წარმოგიდგინოთ ინიციატივა, რომელიც დღეს გავიდა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე, ეს არის საწვავის ხარისხის დარღვევასთან დაკავშირებული სანქციების გამკაცრება და ეს შეეხება როგორც რეალიზატორს, ისე მწარმოებელს და იმპორტიორს. იმდენად დიდია და იმდენად იზრდება ადმინისტრაციულ კოდექს ჯარიმები, რომ ვფიქრობთ გარკვეულწილად ეს სერიოზული საფუძველი იქნება, რომ მსგავსი დარღვევები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, მაგრამ ამასთანავე შემოვიღეთ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ორ წლამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სანქციაა“,-ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

ნინო წილოსანის თქმით, კომიტეტმა ამ მიმართულებით არაერთი კვლევა ჩაატარა და  პრობლემის აღმოსაფხვრელად არაერთი ნაბიჯიც გადაიდგა, თუმცა, მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ წლების მანძილზე სისტემატიურად არის საწვავის ხარისხის დარღვევის ფაქტები და ვერ ხდება რეალური პრევენცია, ვინაიდან ჯარიმა არის საკმაოდ დაბალი. ნინო წილოსანის განცხადებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა იქნება სერიოზული საფუძველი იმისათვის, რომ მსგავსი დარღვევები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

 

„ჩვენს კომიტეტში არაერთი მოკვლევა ჩატარდა ამ მიმართულებით. ვიცით, რომ დედაქალაქში ჰაერის მდგომარეობა წლების მანძილზე სერიოზული პრობლემა იყო. ჩვენი მოკვლევით გამოიკვეთა, რომ ძირითადი დამაბინძურებელი არის მაინც ავტოტრანსპორტი და მეორე მხრივ, მშენებლობები, რომელზეც მაქსიმალურად თბილისი მერია შეეცადა, რომ სხვადასხვა რეგულაციები შემოეღო მტვრის გაფრქვევასთან დაკავშირებით. თუმცა საწვავის და ავტომობილების გამონაბოლქვის პრობლემა რეალურად რჩება და იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოგვეფხვრა, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, ტექ ინსპექტირების შემოღება, საწვავის გაუმჯობესება, თუმცა ცუდი ფაქტი ის იყო, რომ ჩვენი თემატური მოკვლევის პირობებში როდესაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ წლების მანძილზე სისტემატიურად არის საწვავის ხარისხის დარღვევის ფაქტები და ვერ ხდება რეალური პრევენცია, ვინაიდან ჯარიმა არის საკმაოდ დაბალი“,-განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner