logo_geo
eng_logo
კახა ბექაური: არაფერში გვჭირდება იძულების გაძლიერება, მსუბუქი ინსტრუმენტი შემოგვაქვს
- +

10 ივლისი. 2020. 21:15

 

 

 

„დღეს მოქმედი კანონით, თუ ოპერატორმა 4-ჯერ არ შეასრულა კომუნიკაციების კანონის მოთხოვნა და კანონი, კომისიას უფლება აქვს, რომ ლიცენზია ჩამოართვას ან ავტორიზაცია შეუჩეროს მას, რაც პრაქტიკაში მისი საქმიანობის გაჩერებას, საბოლოოდ კი მილიონობით მობილური და ფიქსირებული მომსახურების მომხმარებლების საკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩენას უდრის“, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დარგობრივი კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

კომისიის თავმჯდომარემ დღეს კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების, მედიის, არასამთავრობო სექტორის და ბიზნესის შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

 

„დღეს კომიტეტზე ყველა კითხვა დაისვა, მათ შორის არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის, მედიის, კომიტეტის წევრებისგან, ყველას მიეცა დრო და ყველამ დასვა კითხვა, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაცემულია. აქვე გეტყვით, რომ რადგან დაჩქარებული წესით მიდის ამ საკითხის განხილვა, ჩემთვის გასაგებია, რომ კომიტეტს ჭირდება დრო, რომ ამ ხუთ საათიანი განხილვის დროს, რა საკითხებიც წამოიჭრა და რაზეც ჩემგან ამომწურავი პასუხებიც მიიღეს შეაჯერონ, თუ საჭიროდ ჩათვლიან დაზუსტებები და კორექტირებები შეიტანონ პროექტში. ჩვენ სხდომამდეც ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა დარგობრივ კომიტეტთან და რიგი დაზუსტებები გავაკეთეთ მანამდე, მაგალითად თანმდევი კანონპროექტიდან მაუწყებლობის ნაწილში, რომელიც ტექნიკური შესწორება იყო რეალურად, რადგან ცვლილება ისედაც არ ეხებოდა მაუწყებლობას საერთოდ ამოვიღეთ ეს ნაწილი.

 

„ერთადერთი მიზანი ამ კანონის ცვლილების ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ცვლილებებია და მხოლოდ ამ სფეროს კომპანიებისთვის არის განსაზღვრული ეს რეგულაცია. ჯერ კიდევ ამ სხდომამდე გამოითქვა მოსაზრებები, ხო არ იყო შესაძლებელი, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის ცვლილებების ნაწილში დავიწროვება მომხდარიყო, რაზეც ჯერ კიდევ სამი დღის წინ კომიტეტთან სამუშაო პროცესში შევთანხმდით, რომ ცვლილებები შეეხება, მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წილის გასხვისებას ან შერწყმას თანხმობის გარეშე, ასევე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ეს ის საკითხებია, რომელიც ბაზარზე კონცენტრაციას ცვლის და კონცენტრაციის თვალსაზრისით ნეგატიურ გავლენას ახდენს კომუნიკაციების ბაზარზე. ამ მექანიზმის ამუშავების აუცილებლობა მაშინ დგას თუ კომპანია არ ემორჩილება კომისიის გადაწყვეტილებას 4-ჯერ დარღვევის შემთხვევაში, თუ კომპანია 270 ათას ლარიან ჯარიმაზე გავიდა და არ აღსრულდა მაინც კანონის მოთხოვნა და კომისიის გადაწყვეტილება. კიდევ ვაზუსტებ, ეს საკითხი ეხება იმ გადაწყვეტილებებს რომელიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორების მხრიდან სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს და აქედან გამომდინარე იწვევს მათი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ანუ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებზე გავრცელდება, რომელიც მათი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით დაკვალიფიცირდება“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავჯდომარემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კახა ბექაურის განმარტებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით კომისიას აქვს უფრო მძიმე ბერკეტი, რომელიც ავტორიზაციის გაჩერებას გულისხმობს. იმ შემთხვევაში თუ კომუნიკაციების კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიას დარღვევის აღმოუფხვრელობის გამო ავტორიზაციას გაუჩერებს ამით მნიშვნელოვნად დაზარალდება საზოგადოება, რადგან მომხმარებელი საკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩება, კომპანია კი დაიხურება. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, სწორედ ამ შედეგის თავიდან აცილების მიზნით არის კანონში ცვლილებების შეტანა საჭირო, რათა დაიცვას როგორც მომხმარებელი , ისე სახელმწიფო ინტერესი და ბიზნესი.

 

„ყველას კარგად რომ ესმოდეს, დღეს კომუნიკაციების კომისიას, აღსრულების ყველაზე მძიმე მექანიზმი აქვს, რომლიც გამოყენებაც დააზიანებს მომხმარებლის და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, იმიტო რომ დიდი მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო კომპანიების გაჩერება, სწორედ საზოგადოებას და მომხმარებლების ინტერესს აზარალებს. შესაბამისად როგორც გითხარით ჩვენ არ გვჭირდება დამატებით უფრო მძიმე მექანიზმის შემოტანა კომპანიისთვის ჩვენი გადაწყვეტილების აღსასრულებლად, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი მექანიზმი გვაქვს ლიცენზიის ჩამორთმევის სახით, ამიტომ არაფერში არ გვჭირდება იძულების გაძლიერება. ჩვენ უფრო მსუბუქი ინსტრუმენტი შემოგვაქვს, რათა დავიცვათ მომხმარებელი, რომ კომუნიკაციის გარეშე არ დარჩეს. ჩვენ უნდა გვქონდეს დროებითი მმართველის შეყვანის უფლება, რომ აღვასრულებინოთ კომპანიას კანონი, ისე რომ ზიანი არავის მიადგეს“,- განაცხადა კახა ბექაურმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner