logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: გავაფრთხილე, მერე ხვეწნას დაიწყებენ...
- +

11 ივლისი. 2020. 00:53

 

 

 

 

ადვოკატ მირიან ნიკოლაძის თქმით, დანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზა, მათ შორის გენეტიკური გიორგი შაქარაშვილის ზურგჩანთაზე, რომელმაც გამოძიების უმნიშვნელოვანეს კითხვებზე უნდა გასცეს პასუხი. ასევე დაგეგმილია ნიადაგმცოდნეობის ექსპერტიზა.

 

„ნიადაგმცოდნეობის ექსპერტიზით შესაძლებელია დაუდგინდეთ მკვლელებს იმ ნიადაგზე გავლის ფაქტი. ამოღებული ნიმუშები შედარდება მათი ფეხსაცმლიდან აღებულ ნიმუშებს. დაგეგმილია ასევე  რამოდენიმე ექსპერტიზა, რაზეც ახლა არ მინდა საუბარი.

 

აქედან გამომდინარე, ის, რომ ახლა ჩვენ მხოლოდ ჩვენებებზე ვართ დამოკიდებული და ამ საქმის ფიგურანტები თუ ხმას არ ამოიღებენ ვერაფერი გაირკვევა, ცდებიან.

 

მე ისინი გავაფრთხილე, ისე მოუწევთ პასუხისგება, რომ მერე ხვეწნას დაიწყებენ და მერე შეიძლება აღარავის აინტერესებდეს. ამიტომ ვამბობ, ახლავე მისცენ სწორი ჩვენებები“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რის შედეგადაც ირკვევა, რომ 19 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი წყლით ასფიქსიაა, თუმცა, მას სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებებიც უფიქსირდება

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner