logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ორი ადამიანია, რომლის ინფიცირების წყარო ამ ეტაპამდე დადგენილი არაა
- +

11 ივლისი. 2020. 02:03

 

 

„მეზობელ ქვეყნებში არსებული ეპიდემილოგიური სიტუაციის ფონზე საქართველო გამოიყურება გარკვეულ ოაზისად,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ორი ადამიანია, რომლის ინფიცირების წყარო ამ ეტაპამდე დადგენილი არ არის.

 

„მეზობელ ქვეყნებში არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე საქართველო გამოვიყურებით გარკვეულ ოაზისად.  დღევანდელი დილის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია სულ 973 შემთხვევა; დილისთვის, 24 საათში დაემატა ხუთი ახალი შემთხვევა. აქედან ერთის გარდა ყველას წყარო ცნობილია. ამ ერთის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს დანარჩენი ოთხიდან სამი გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი. დაახლოებით ბოლო თვე-ნახევარი იმპორტირებული შემთხვევების ძირითადი წყარო სწორედ ადამიანების ეს კატეგორია გახლავთ. უკვე სატვირთო ავტომობილის დაახლოებით 50-მდე მძღოლია იდენტიფიცირებული. დღევანდელი კიდევ ერთი შემთხვევა გახლავთ კონტაქტი გუშინწინ დადასტურებულ შემთხვევასთან და ეს არის აბიტურიენტი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში გვყავს ორი ადამიანი, რომლის ინფიცირების წყარო ამ ეტაპამდე დადგენილი არ არის, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ დავადგენთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner