logo_geo
eng_logo
ვითარების არაორდინალურობიდან გამომდინარე, ევროკომისიის წევრი ქვეყნების მთავრობებს შეუძლიათ საჭირო შესყიდვები გამარტივებული წესით ჩაატარონ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე
- +

12 ივლისი. 2020. 16:33

 

 

COVID-19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით,  სამთავრობო სტრუქტურებმა შესაბამისი საქონელისა  და მომსახურების შესყიდვა  1 მარტიდან დაიწყეს. ვინაიდან საფრთხე ექმნებოდა ყველაზე  მთავარს,  ადამიანების  სიცოცხლესა  და ჯანრთელობას, შესყიდვების ოპერატიულ განხორციელებას  უმრავლეს შემთხვევაში კრიტიკული მნიშვნელობაც  კი ქონდა.

 

გადაცემა  „ბიზნესი იმედზე“  სახელმწიფო უწყებების  მიერ  განხორციელებული შესყიდვების თემით დაინტერესდა  და  გაარკვია, რომ შესყიდვების  ჯამურმა ღირებულებამ 94 562 594 ლარი შეადგინა. შესასყიდი პროდუქციის  ჩამონათვალი  ასეთია:  პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, სპეცილური ეკიპირებისთვის საჭირო კომბინიზონები, თერმოსკრინინგისთვის აუცილებელი მოწყობილობები, მედიკამენტები, საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად საჭირო ტრანსპორტის დაქირავების მომსახურება და სხვა.

 

როგორც „ბიზნესი იმედზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ   განაცხადა, ნებისმიერი გადაწყვეტილება გამარტივებული შესყიდვის შესახებ საჯარო იყო. მიუხედავად ამისა,  არცერთ დაინტერესებულ პირს, ამ შესყიდვების დროს რაიმე ტიპის შენიშვნა, მოსაზრება და  პოზიცია არ დაუფიქსირებია.

 

„საქართველო არ არის გამონაკლისი, რომელმაც პანდემიასთან საბრძოლველად გამარტივებული შესყიდვები განახორციელა. ზოგადად,  შესყიდვების ეს ფორმა  ქართული „ნოუ-ჰაუ“ არ  არის.  ის აპრობირებულია მსოფლიო პრაქტიკაში.  უფრო მეტიც: პანდემიის გავრცელების საწყის ფაზაშივე, ევროკომისიამ გამოსცა სახელმძღვანელო,  რომლის მიხედვითაც წევრ სახელმწიფოებს  კონსერვატორული შესყიდვებისგან თავშეკავების პირდაპირი რეკომენდაცია გასცა. რაც  ნიშანავს, რომ  ევროკმისიის  რეკომენდაციით, ვითარების არაორდინალურობიდან გამომდინარე, მთავრობებს შეუძლით საჭირო შესყიდვები  გამარტივებული წესით ჩაატარონ“,-აცხადებს ზაზა ნანუბაშვილი.

 

მისი ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით უზრუნველყო, რომ თითოეული ეს შესყიდვა ყოფილიყო მიზნობრივი და აუცილებელ საჭიროებაზე ორიენტირებული.

 

შეგახსენებთ, რომ     2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 22 მაისამდე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად, სხვადასხვა უწყებიდან და ორგანიზაციიდან შევიდა 1 646 მიმართვა, საიდანაც თანხმობა გაიცა 1 477 -ზე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner