logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ეჭვი არ მეპარება ჩემი შვილის სიმართლეში!
- +

12 ივლისი. 2020. 18:20

 

 

„ჩემი შვილის სურვილი იყო, მისულიყო პოლიციის განყოფილებაში და ამომწურავი პასუხი გაეცა არსებული კითხვებისათვის და თავისუფლად გამოეხატა თავისი პოზიცია,“ - აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა კობა კობალაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებს შორის ასეთი დაპირისპირება ხდება, სისისტიკით. ბედნიერი ვარ, ისევე, როგორც იმ ბავშვის მშობლები, რომ გადარჩა. სიმართლე უნდა გაირკვეს. რეალურად უნდა გაირკვეს. არავის ნება-სურვილზე და ისტერიაზე არ უნდა იყოს აწყობილი. ზუსტად ისე უნდა აგოს ნებისმიერმა პასუხი, რა პროცენტითაც აქვს დანაშაულში მონაწილეობა მიღებული. ეჭვი არ მეპარება ჩემი შვილის სიმართლეში. ეჭვი არ მეპარება მისი ცხოვრების ჯანსაღ წესში და თუ მან ჩაიდინა ეს დანაშაული, რა თქმა უნდა პასუხი უნდა აგოს“ - განაცხადა კობალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner