logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

13 ივლისი. 2020. 10:10

 

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 995-ს შეადგენს.

 

ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ შეცვლილა და ის კვლავ 857-ია.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.

right_banner right_banner
არქივი
right_banner