logo_geo
eng_logo
აბუ-დაბი - ახალი მიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
- +

13 ივლისი. 2020. 10:38

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე პირველად, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. 1 ოქტომბრიდან მგზავრები მგზავრობას დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და კვირას შეძლებენ. აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Wizz air“-ის მიერ ახლახან დაფუძნებული ავიაკომპანია „Wizz Air Abu Dhabi“ შეასრულებს. ეს არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც „Wizz air“-მა ევროპის გარეთ შექმნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ მოლაპარაკებები კომპანიასთან უმოკლეს ვადებში წარმატებით დაასრულა.

 

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულიად ახალი, არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ „Wizz air“-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.

 

„მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანია „Wizz air“-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია. 8-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოვებას განაგრძობს. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა. გვიხარია, რომ ავიაკომპანიასთან ერთად ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში ქუთაისის აეროპორტიც საკუთარ წვლილს შეიტანს“, - აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

 

ქუთაისიდან აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები Airbus A321neo შესრულდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner