logo_geo
eng_logo
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტს „PricewaterhouseCoopers“ ჩაატარებს
- +

13 ივლისი. 2020. 14:40

 

 

პარლამენტმა  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს  საერთაშორისო  აუდიტორული კომპანია  „PricewaterhouseCoopers“ ჩაატარებს.  პარლამენტის პლენარულ სესიაზე  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, რომელიც საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს,  შესაბამისი დადგენილების პროექტი წარადგინა.

 

„უკვე მეორე წელია,  აუდიტორის შერჩევის სტრუქტურა შეიცვალა და არჩევანი  მსოფლიოს უმსხვილესი ე.წ. დიდი ოთხეულის წევრ აუდიტორულ კომპანიებზე კეთდება, ცნობისთვის 2019 წელს აუდიტის სამსახურის აუდიტი „Deloitte  Touche“-მა განახორციელა.  წელს გამარჯვებულად ,  საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით „PricewaterhouseCoopers“ დასახელდა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner