logo_geo
eng_logo
დიანა ტრაპაიძემ „რუსთავი 2“-ს თანამშრომლობაზე უარი უთხრა
- +

13 ივლისი. 2020. 17:46

 

 

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ „რუსთავი 2“-ს თანამშრომლობაზე უარი უთხრა.

 

ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ ჟურნალისტს დაუკავშირდა.

 

„ეს იყო მათი მხრიდან შემოთავაზება და წინადადება, ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება იყო უარი“, - განაცხადა დიანა ტრაპაიძემ.

 

შეგახსენებთ, გასულ კვირას „პრაიმტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტი „ტვ პირველიდან“ წასვლის შემდეგ, მუშაობას „რუსთავი 2“-ზე გააგრძელებდა, ჩვენთვის მოცემულ კომენტარში, დიანა ტრაპაიძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანიას მასთან მოლაპარაკებები ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, გადაწყვეტილება თავად მიღებული არ ჰქონდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner