logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია: ცოტნეს მკურნალობის პროცესი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის დახმარებით განხორციელდა
- +

13 ივლისი. 2020. 17:48

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავისი ძმის, ცოტნე გამსახურდიას მკურნალობაში დახმარებისთვის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის. სამადლობელო პოსტს გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“ აქვეყნებს.

 

როგორც გიორგი გამსახურდია აღნიშნავს, ცოტნე გამსახურდია მკურნალობის კურსს გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გააგრძელებს.

 

„ცოტნეს მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე, ეს ეტაპიც, განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ“, - აღნიშნავს გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“.

 

https://twitter.com/georgegamsa1979/status/1282656284311990274?s=21&fbclid=IwAR3F-IyZjN6KU4H4BDufnS52I6Psnct42B9Gu57_cpygu2Of0KEXVlA0NiQ 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner