logo_geo
eng_logo
რევაზ არველაძე: მარეგულირებელი კომისია შეისწავლის საქართველოს ენერგეტიკულ სივრცეში შემოსვლის მსურველ კომპანიის მონაცემებს
- +

13 ივლისი. 2020. 19:48

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ არველაძე მარეგულირებელი კომისიის მიერ მომზადებულ კანონპროექტის მიღებას მხარს უჭერს. კანონპროექტის მნიშვნელობაზე პარლამენტის წევრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

 

„ენერგეტიკის დარგს იმისათვის, რომ მომხმარებელზე ზედმეტი დატვირთვა არ ქონდეს, სერიოზული დაცვა ჭირდება. კანონპროექტის მიღების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ. როდესაც სისტემის ოპერატორი, იქნება ეს გადაცემის თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი თავის აქციების ან ქონების 5%-ზე მეტს გაასხვისებს, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს 5, 15 ან 100%. შესაბამისად, კარგად უნდა ვიცოდეთ ვინ შემოდის მის პარტნიორად ან მთლიანად ვინ ჩაანაცვლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ეს ორგანიზაცია ფულის გათეთრების მიზნით შემოდიოდეს ან სხვა რაიმე მიზნით, რომელიც შემდგომში სწორედ მომხმარებელზე ტარიფების სახით აისახება. ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც ფულის გათეთრების მიზნით  იქნება განხორციელებული, შემდგომ ის ტარიფში გადავა და მომხმარებელს მძიმე ტვირთად დააწვება. აქედან გამომდინარე გადაწყვეტილება გამართლებულია, სწორია ვინაიდან სანამ ეს ტრანზაქცია მოხდება და სანამ გასხვისდება ან გაიყიდება 5%-ზე მეტი წილი, მანამდე მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს იმის მიხედვით როგორი „ბეგრაუნდი“ ან გამოცდილება აქვს ენერგეტიკის სფეროში მუშაობის, როგორია ამ ორგანიზაციის ფულის წარმოშობა და ასე შემდეგ. კომისია შესაძლებლობას მისცემს ორგანიზაციას დააზუსტოს ეს მონაცემები, შემდგომ ან დაეთანხმება ან უარს ეტყვის საქართველოს ენერგეტიკულ სივრცეში შემოსვლაზე“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner