logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: თუშეთზე უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება და ყველას მოვუწოდებ, ხელახლა აღმოვაჩინოთ ის, რაც ჩვენია, ვიმოგზაუროთ საქართველოში
- +

15 ივლისი. 2020. 15:57

 

 

„მე დღეს ვიმყოფები თუშეთში, კესელოს კოშკებთან - ამაზე უკეთესი და უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება დედამიწის ზურგზე და ყველას მოვუწოდებ, კიდევ უფრო აქტიურად იმოგზაურონ საქართველოში და საქართველოსთვის. ხელახლა აღმოაჩინონ ის, რაც ჩვენია. ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და მოუწოდონ ყველა თავის ნაცნობს, რომ იმავე მაგალითს მიბაძონ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თუშეთში ვიზიტისას, სადაც ის კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში იმყოფება.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თუშეთს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი ქადაგიშვილთან, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარ დეპუტატ გელა სამხარაულთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად სტუმრობს. მათ კესელოს ციხე და ომალოში თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს, ასევე მონაწილეობენ კამპანიის ფარგლებში მიმდინარე გასტროტურში. 

 

„ჩვენ ვმოგზაურობთ, რათა საკუთარი მაგალითით წავახალისოთ და მოვუწოდოთ ყველას, რომ აღმოაჩინონ ეს შესანიშნავი ძეგლები, შესანიშნავი ადგილები, რითიც ჩვენ ძალიან მდიდრები ვართ, ნახონ  ჩვენი განუმეორებელი ბუნება, ესტუმრონ ჩვენს კურორტებს. ეს, გარდა იმისა, რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა, არის ძალიან კარგი და პატრიოტული საქმე - დავეხმაროთ ჩვენს ადგილობრივ ტურიზმს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner