logo_geo
eng_logo
დღეიდან შეკვეთილში მდებარე პარკი „ციცინათელა“ მუშაობას განაახლებს
- +

15 ივლისი. 2020. 16:54

 

 

დღეს, 18:00 საათიდან, შეკვეთილში მდებარე ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“ მუშაობას განაახლებს.

 

გარდა დახურული დარბაზებისა, იმუშავებს ყველა ღია ტიპის ატრაქციონი.

 

„პარკის ადმინისტრაცია შეგახსენებთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს კორონავირუსის პრევენციისთვის: გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხო დისტანცია, დაიცავით ზოგადი ჰიგიენის წესები, ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი. პირბადეები თუ სხვა ნარჩენები განათავსეთ პარკის ტერიტორიაზე არსებულ სპეციალურ სანაგვე ურნებში. მოერიდეთ ჯგუფურ თავშეყრას და დაიცავით ატრაქციონებზე განთავსების ყველა წესი.

 

აქვე მოგახსენებთ, რომ აუცილებელია გარკვეული ზონების პერიოდული დეზინფიცირება, რაც დროგამოშვებით გამოიწვევს მცირედ შეფერხებას რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს“, – ნათქვამია პარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner