logo_geo
eng_logo
ონის 11 სოფელში ელექტრომომარაგების მიწოდება აღდგენილია
- +

1 აგვისტო. 2020. 19:18

 

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ონში 11 სოფლის ელექტრომომარაგება უკვე აღდგენილია. დაზიანებულ უბნებზე მუშაობა გრძელდება. ელექტროგადამცემი სისტემების საბოლოო გამართვამდე, „ენერგო პრო ჯორჯიას“ სპეციალისტები რამდენიმე სოფლისთვის ელექტროენერგიის გარკვეული პერიოდულობით გენერატორების საშუალებით მიწოდების უზრუნველსაყოფად მუშაობენ.

 

სტიქიის ზონაში სრულად არის აღდგენილი მაგთის კავშირგაბმულობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენებით გრძელდება როგორც გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან ონში წამოსვლის მსურველთა გადმოყვანა, ისე დარჩენილი მოსახლეობისათვის სურსათისა და სხვა საჭირო ნივთების მიწოდება.

 

დღეს შესრულებული ცხრა რეისით სოფლებიდან ონში 80-მდე ადამიანია გადმოყვანილი.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას“ , შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის ზონაში მუშაობას განაგრძობენ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner