logo_geo
eng_logo
პატრიარქის თანხმობით ოჯახი თამარ ბაჩალიაშვილს წესს აუგებს
- +

3 აგვისტო. 2020. 17:26

 

 

 

საპატრიარქოში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს პანაშვიდი გაუდახადეს. როგორც ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, პატრიარქმა ოჯახს წესის აგების უფლება მისცა. შეხვედრას პატრიარქი ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ ესწრებოდა.

 

საპატრიარქოში მეუფე შიოსთან და მღვდელმთავრებთან შესახვედრად ბაჩალიაშვილის მშობლები, ძმასთან ერთად დღეს მივიდნენ. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner