logo_geo
eng_logo
სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად გახდა ევროკომისიის პროექტის კოორდინატორი
- +

3 აგვისტო. 2020. 17:48

 

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორ ინდირა ძაგანიას მიერ შემუშავებული სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის საპროექტო განაცხადი „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (Establishment of Psychological Counselling Centers at Georgian HEIs for Students/E-PSY) ევროკომისიამ დაფინანსებისათვის შეარჩია.

 

როგორც სოხუმის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უნივერსიტეტი პირველად გახდა ევროკომისიის პროექტის კოორდინატორი.

 

„ვულოცავთ უნივერსიტეტს და ყველა ჩვენს პარტნიორს ამ დიდ წარმატებას!“ - ნათქვამია სოხუმის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner