logo_geo
eng_logo
საპატრიარქო თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- +

3 აგვისტო. 2020. 18:42

 

 

 

საპატრიარქო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებთან და ძმასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

მათი ცნობით, გარდაცვლილის მშობლები საპატრიარქოში გარემოების ასახსნელად და შვილისთვის წესის აგების ნებართვისთვის იმყოფებოდნენ. კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ოჯახს წესის აგების უფლება მიეცა.

 

როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, შეხვედრის დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ, იქ მყოფ სასულიერო პირებთანა ერთად, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

„საქართველოს საპატრიარქოში გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შეხვდნენ.

 

„შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner
არქივი
right_banner