logo_geo
eng_logo
აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

4 აგვისტო. 2020. 14:18

 

 

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. ინფიცირებულია 51 წლის კაცი.

 

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, მამაკაცი, სავარაუდოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლისგან დაავადდა. მიმდინარეობს ინფიცირებულის კონტაქტების მოძიება.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

ჯამში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 16 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner