logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: თითქმის მომიკლა შვილიშვილი, შემეცოდოს? ვერ გადარჩება, აგოს პასუხი
- +

4 აგვისტო. 2020. 16:28

 

 

ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, მისი შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებული  ბასა ჟვანია თავისით მივიდა საავადმყოფოში და ის დაზიანებული არ ყოფილა.

 

გოგი თოფაძის თქმით, მას სთხოვენ, გაჩუმდეს.

 

„ყველამ კარგად იცის, რაც გააკეთა და პასუხი უნდა აგოს. ვიღაცეები მირეკავენ და მთხოვენ, რომ ბავშვი გადარჩა და არ ვიხმაურო და ვილაპარაკო. ყველასთან დავამთავრე საუბარი. რაც გააკეთა, პასუხი უნდა აგოს. მით უმეტეს, ეს მისთვის პირველი შემთხვევა არ არის. ის კაცი, ვინც ეს ჩაიდინა, დილის 9-ის ნახევარზე მოვარდა საავადმყოფოში, შევარდა, წელზე გაიკეთა რაღაც, ვითომ დაჭრილია. საღამოს კიდევ მოვიდა და დაწვა საავადმყოფოში და საავადმყოფოდან წაიყვანეს. ეს სპეციალურად გააკეთა, რომ გადარჩეს, მაგრამ ვერ გადარჩება“, – აცხადებს გოგი თოფაძე.

 

შეგახსენებთ, რომ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს. 

 

 

right_banner
არქივი
right_banner