logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ჟურნალისტს, რომელიც ამბობს, რომ ფლობს გარკვეულ ინფორმაციას და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება
- +

4 აგვისტო. 2020. 17:18

 

 

„გაუგონარი რამ ხდება, რომ ერთ-ერთი არხის ჟურნალისტი ამბობს, რომ თითქოს იგი ფლობს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა უპირისპირდებოდა მაღალჩინოსნებს, მაგრამ არ ასახელებს არც ამ ჩინოსნებს და არც ამ ინფორმაციის წყაროს. შეიძლება დავუშვათ და ესეც საკმაოდ სერიოზული დანაშაული მგონია, რომ იგი ხელს უშლის გამოძიებას და უარეს შემთხვევაში და მგონია, რომ ზუსტადაც ეგრეა, დესტრუქციული ძალები კვლავ იყენებენ თავის ტელევიზიას კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

გიორგი ვოლსკის თქმით, ჟურნალისტს, რომელიც ამბობს, რომ თითქოს ფლობს გარკვეულ ინფორმაციას ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ჭირისუფალი.

 

„ერთ-ერთი არხის ჟურნალისტი ამბობს, რომ თითქოს იგი ფლობს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა უპირისპირდებოდა მაღალჩინოსნებს, მაგრამ არ ასახელებს არც ამ ჩინოსნებს და არც ამ ინფორმაციის წყაროს. ანუ ერთის მხრივ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს და ვფიქრობ, ასპროცენტიანი ალბათობით შეცდომაში შეყავს როგორც საზოგადოება, ასევე რაც განსაკუთრებით უზნეობაა, გარდაცვლილის ჭირისუფალი. ასე რომ, ამ შემთხვევაში, არც ლოგიკა არ კარნახობს ჩვენს ხალხს იმას, რომ შეიძლება მართლაც რაღაც სახელმწიფო ჩინოვნიკებთან იყო გარკვეული დაპირისპირება გარდაცვლილი ადამიანისა და ადამიანი, ვინც ამ ბრალდებას ასე უტიფრად წარმოთქვამს, უარს აცხადებს დასახელებაზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner