logo_geo
eng_logo
ირაკლი თოფაძე: ჟვანიას რა ემუქრება და რატომ ემუქრება, ჩემი საქმე არაა
- +

5 აგვისტო. 2020. 11:12

 

 

 

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის ბუსა ჟვანიას ბრალი წაუყენეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.  სასამართლო პროცესი კი დღეს გაიმართება. დაჭრილ თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიანიჭეს.

 

რაც შეეხება დაზარალებულის ოჯახს, გოგი თოფაძის შვილი ირაკლი თოფაძე აცხადებს, რომ ბავშვის მდგომარეობა შედარებით უკეთესია.

 

„ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია. მე ვერ გეტყვით, ჟვანიას რა ემუქრება და რატომ ემუქრება. ეს ჩემი საქმე არ არის. იქნებ, არც არის დამნაშავე. ეს გამოძიებას უნდა ჰკითხოთ. ჩემი შვილი ძლივს გადავარჩინე და გამომძიებლებში ვირბენდი? ჯერ შვილის გადარჩენაზე დავდივარ“, – განაცხადა ირაკლი თოფაძემ ჟურნალისტებთან.   

 

გოგი თოფაძის შვილიშვილი, დღეს, რეანიმაციიდან პალატაში უნდა გადაიყვანონ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner