logo_geo
eng_logo
6 აგვისტოს თბილისი-ქუთაისის რეისზე გზამკვლევები ნიკოლოზ წულუკიძე და ციცინო ზივზივაძე იქნებიან
- +

5 აგვისტო. 2020. 17:29

 

 

ძვირფასო მგზავრებო!

 

ხვალ, 6 აგვისტოს თბილისი-ქუთაისის რეისზე ჩვენი გზამკვლევები ნიკოლოზ წულუკიძე და ციცინო ზივზივაძე იქნებიან.

 

სატახტო ქალაქისა  და მისი მნიშვნელობის შესახებ მგზავრობის დასაწყისში გიამბობთ, მოგვიანებით კი საინტერესო ამბებს ქუთაისზე  მოგიყვებით.

 

თეატრალების ეზო, ადგილი, სადაც რეზო გაბრიაძე და იპოლიტე ხვიჩია ცხოვრობდნენ, იშხნელების გორა, პირველი აფთიაქი და კინო „პავილიონი“ - დაგვემგზავრეთ და წინ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა გელოდებათ.

 

მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეორგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები.

 

აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად!

 

 

right_banner
არქივი
right_banner