logo_geo
eng_logo
ხათუნა ჩაფიძე: თამარ ბაჩალიაშვილი მოულოდნელად კრთებოდა, უკანკალებდა ხელები, ყვიროდა
- +

6 აგვისტო. 2020. 16:27

 

 

„მოულოდნელად კრთებოდა, უკანკალებდა ხელები, ყვიროდა – მომბეზრდა ყველაფერი“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მოპოვებულ, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ, 2012 წელს ექიმ-ფსიქიატრის, ხათუნა ჩაფიძის შედგენილ დასკვნაშია საუბარი.

 

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, გარდაცვლილი ოჯახში არსებულ დაძაბულ ვითარებას განიცდიდა, თუმცა, არ საუბრობდა ამაზე.

 

„ფსიქიკური პრობლემები შეექმნა, დაახლოებით, ბოლო ორი თვეა. მშობლებს დიდი ხანია, აქვთ კონფლიქტური ურთიერთობა, ხშირია ოჯახში ჩხუბი, ყვირილი. მამა გამოირჩევა ფეთქებადობით, აღგზნებადობით, ეტანება ალკოჰოლს. ყოველივე  ზემოთ ჩამოთვლილს პაციენტი ძალიან განიცდიდა, თუმცა, ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდა. დაახლოებით 2 თვის წინ ოჯახში მორიგი კონფლიქტის შემდეგ დედამ გამოიძახა უბნის ინსპექტორი, აღნიშნული პაციენტმა ძალიან განიცადა. იყო გაჩუმებული, ხან – გაღიზიანებული. ხშირად მოულოდნელად კრთებოდა, უკანკალებდა ხელები, ყვიროდა – მომბეზრდა ყველაფერი. 05.01.2012-ში, დედის გადმოცემით, ჟვანიას სახელობის კლინიკაში მიიყვანეს, კოლაფტოიდურ მდგომარეობაში. მეორე დღეს გაეწერა სახლში, სადაც კვლავ იყო დათრგუნული. ბოლო 1 დღეა, არ უჭამია საჭმელი, ამის შემდეგ მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში“, – აღნიშნულია ექიმის მიერ შედგენილ დასკვნაში.

 

ცნობისათვის, გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში თამარის მამას შემაკავებელი და დამცავი ორდერებიც ჰქონდა გამოწერილი. მას სამი თვის განმავლობაში მეუღლესთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. საქმეში დევს ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ჩვენებაც, რომელიც ქმარს ცემაში სდებდა ბრალს.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner