logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ორი მიზანია მისაღწევი - დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა და თავიდან ავიცილოთ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაძლო გაუარესება
- +

6 აგვისტო. 2020. 17:15

 

 

„საქართველო ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, პანდემიის გამო საკმაოდ რთულ პერიოდს გადის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოზიტიური, სხვებისგან გამორჩეული შედეგი დავდეთ, შესაძლოა  განვითარდეს მეორე ტალღა, რაც ძალიან საყურადღებოა. ეს შედეგი ბოლომდეა მისატანი“, - განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მისი თქმით,  მნიშვნელოვანია კონკრეტული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მათი მხარდაჭერა.

 

„ამიტომ განხორციელდა ფინანსური დახმარებების პირველი ეტაპი კონკრეტულ ოჯახებზე, ეს იყო კომუნალური გადასახადები და სხვა დახმარებები. დღეს არის მეორე ეტაპი. იყო მოლოდინი, რომ პოზიტიური ეპიდვითარების გამო, შესაძლებელი იქნებოდა ტურიზმი ამოქმედებულიყო,  საწარმოები გახსნილიყო, სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობა უფრო მაღალ ნიშნულზე ასულიყო, მაგრამ მოსალოდნელმა მეორე ტალღამ  ეს მოლოდინები შეცვალა. ამიტომ აუცილებელია თითოეული ოჯახის, განსაკუთრებით, იმ მიზნობრივი ჯგუფების დახარება, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან ამ ეტაზე და ამ ვითარებაში აუცილებლად ესაჭიროებათ მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ასეთი დახმარება იქნება, მით უმეტეს, რომ ახლოვდება ზამთრის სეზონი და ზამთარში კომუნალური გადასახადები არის უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დახმარება არის მნიშვნელოვანი. ასევე, ზოგადი სიღარიბის ფონზე, როცა ბავშვთა სიღარიბე უფრო მნიშვნელოვანია, უფრო თვალშისაცემია, ბავშვებსა და მოზარდებზე ამ ტიპის დახმარებები მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს კონკრეტული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ორი მიზანია მისაღწევი:   დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა და ხელი შევუწყოთ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაძლო გაუარესების თავიდან აცილებას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner