logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: მოლოდინია, ექვსივე პირზე დამძიმდეს ბრალი
- +

6 აგვისტო. 2020. 18:25

 

 

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ფეხბურთელის გარდაცვალების შესაძლო გარემოებებზე საუბრობს.

 

„რამდენიმე ექსპერტიზის მოლოდინში ვართ, თითოეულ მათგანს გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეში. როგორც კი მოხდება აკუმულირება, იმედი მაქვს, რომ საგამოძიებო უწყება და პროკურატურა იმსჯელებს ბრალეულობის თაობაზე. ჩვენი მოლოდინია, 6-ივე პირზე დამძიმდეს ბრალი.

 

ის, რაც მე თვითონ მაქვს გაკეთებული, საკუთარი სხეულითა და შესაძლებლობებით გამოვცადე და არ აჩვენა ეს შედეგები, რა მოლოდინებიც არსებობდა, მე იმას ვერავინ დამაჯერებს.

 

იგივე სპორტული ჩაცმულობით, მოკლემკლავიანითა და შორტებით, ჩავირბინეთ და ერთი უმნიშვნელო ნაკაწრი და დაცემაც არ ყოფილა. ჩვენ გავრბოდით რაც შეგვეძლო მთელი ძალით, უკან მეორე ბიძა იყო, რომელსაც ჰქონდა ორმაგად რთული ამოცანა, ის მომდევდა მობილურით და არ უნდა გავქცეოდი კადრიდან, წინ უნდა დავფიქსირებულიყავი. მანაც ისე გაართვა თავი, რომ არაფერი დაზიანება არ მიუღია.

 

ახლა წარმოიდგინეთ გიორგის შესაძლებლობები, სპორტსმენის, ჩვენ 44 წლისები ვხდებით და 19 წლის ბიჭი, წარმოიდგინეთ, რომელსაც მისდევენ მოსაკლავად, ეს რომ შეადაროთ ბევრად დამაჯერებელი ხდება ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩარბენა.

 

როდესაც მეორეხარისხოვან გზაზე ჩარბიხართ, იქიდან არის ამოსარბენი, ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე მარტივია, ამოირბინო მეორე მხარეს და აღმოჩნდე ცენტრალური მაგისტრალის პირას და იქ გააგრძელო სირბილი. აქ წინიდან ვინმე თუ არ გხვდება, გამორიცხულია, რომ უარესი მიმართულება, როგორიცაა ბილიკზე ჩარბენა, აირჩიოთ.

 

ასევე, დათვლილი გვაქვს ქრონომეტრაჟი „ტოიოტას“ იქ ყოფნის, შესაძლო ჩარბენის დრო, ხიდზე გამოქცევის დრო, როდესაც დავაჯამე, ეს არის მარტივი არითმეტიკა, უნდა იცოდე 20-მდე თვლა, რომ დროის ამ მონაკვეთში სავსებით შესაძლებელია განსახორციელებლად.

 

მესამე ფაქტორი, ბავშვს, ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ სიმაღლიდან ვარდნისთვის დამახასიათებელი დაზიანებები არ აქვს, ხიდიდან რომ გადაეგდოთ. სხვა შემთხვევაში ბავშვი რომ არა არაგვისპირზე მის მიმართ განხორციელებული ძალადობა და იქვე დახრჩობა სხვანაირად ვერ განხორციელდებოდა. თან ექსპერტიზით ვნახეთ, რომ მიყენებული დაზიანებებიდან უმცირეს დროშია ბავშვი წყალში მოხვედრილი. ის რომ, მაპატიეთ ახლა მუცლითმეზღაპრეობა, რომ დგანან და მკითხაობენ, შეიძლება თუ არა ბავშვი სამი დღე ვიღაცას ეტარებინა, გამორიცხულია.

 

თუ ამ საქმის ჩაფარცხვა უნდოდათ, ექსპერტიზის დასკვნაში შეეძლოთ ძალიან მარტივად ჩაეწერათ, რომ დაზიანებები იყო სიკვდილის შემდგომი და არა სიცოცხლის მომენტში, დამთავრებული იქნებოდა ამ საქმის ამბავი, პერსპექტივა… ეს თემა იქნებოდა დამთავრებული“,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ „ტვ პირველთან”.

 

 

right_banner
არქივი
right_banner