logo_geo
eng_logo
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

6 აგვისტო. 2020. 20:42

 

 

2020 წლის 6 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

„მხარეები აცნობიერებენ რა ურთიერთთანამშრომლობის საჭიროებას იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც არსებობს სამხედრო საქმის პოპულარიზებისა და სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის სოციალური პოლიტიკის მიმართულებით; აღიარებენ განათლების მნიშვნელობას, როგორც ქართული ჯარის, ისე მთლიანი საზოგადოების გაძლიერების საქმეში და თანხმდებიან, რომ ხელი შეუწყონ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების, ასევე უნივერსიტეტის სხვა სტუდენტების მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებად მომზადებას; მოქმედებენ ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპით და აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერით, ადასტურებენ ურთიერთთანამშრომლობის ნებას“.

 

მონაწილეებს მიესალმნენ და მემორანდუმის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, მემორანდუმს ხელი მოაწერა რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. სასიამოვნოა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო პირველი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ, რომელიც დოკუმენტზე ხელმოსაწერად მიიწვიეს, რაც. ქართულ საგანანმანათლებლო-აკადემიურ სივრცეში, ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის ისტორიული მისიის, განსაკუთრებული როლისა და მნიშვნელობის გააზრებაზე მეტყველებს.

 

ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ, რექტორი ზურაბ ხონელიძე საქართველოს თავდაცვისა და განათლების მინისტრებს ესაუბრა. საქართველოს მთავრობის წევრებისგან გამოიკვეთა სსუ-ს მხარდაჭერისა და მის წინაშე მდგარი პრობლემების ერთობლივად დაძლევის მზაობა.

 

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის გაფორმებამდე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორებმა სამომავლო ერთობლივი გეგმები განიხილეს, რომლის განხორციელება ახალი სასწავლო წლის დასაწყისიდან დაიწყება. პროფესორმა ალეკო თევზაძემ, ქსუ-ს რექტორმა აღნიშნა, რომ სსუ იქნება პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელთანაც მისი უმაღლესი სასწავლებელი მემორანდუმს გააფორმებს.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner