logo_geo
eng_logo
სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 15 334 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 2 087 082 ლარი შეადგინა
- +

7 აგვისტო. 2020. 14:20

 

 

ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“  ფარგლებში დაწესებული შეღავათით სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.

 

დღეის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო  მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 15 334 აბონენტი.  ბენეფიციართა დანაზოგმა  2 087 082 ლარი შეადგინა.

 

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner