logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: ბიძინა ივანიშვილი არაფერს გააკეთებს ისეთს, რაც არ წაადგება საქართველოს
- +

1 მარტი. 2016. 18:00



ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე პროექტ „პანორამა თბილისის" განხორციელების მომხრეა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი დედაქალაქს ბევრ სიკეთესა და სარგებელს მოუტანს.


„რასაც თბილისისთვის აპირებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ამას მხოლოდ სასიკეთოდ აკეთებს. ის არაფერს გააკეთებს ისეთს, რაც არ წაადგება საქართველოს, თბილისს ან სხვა ნებისმიერ ქალაქს", - განუცხადა „რეპორტიორს" თოფაძემ.

 

 

 



 

right_banner
არქივი
right_banner