logo_geo
eng_logo
ვიოლა ფონ კრამონი: რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ შეუსრულებია, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს
- +

7 აგვისტო. 2020. 20:08

 

 

ევროპარლამენტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„საქართველოში რუსეთის შეჭრისა და ანექსიიდან 12 წელი გავიდა, თუმცა ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც დამთავრებულა. 2008 წლის მოვლენებს წინ უძღოდა რუსეთის მრავალწლიანი აგრესია, რაც მცოცავი ოკუპაციითა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებით გაგრძელდა“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

 

ევროპარლამენტარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ არ შეუსრულებია, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს.

 

„რუსეთის მიერ წარმოებული ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარების პოლიტიკის მარცხი ცხადყოფს, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ არის და ძლიერი და ერთგული მეგობრების მხარდაჭერით სარგებლობს“, - დასძინა ვიოლა ფონ კრამონმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner