logo_geo
eng_logo
251 დევნილ ოჯახს „დირსის“ დასახლებაში საცხოვრებელი ბინები გადაეცა
- +

7 აგვისტო. 2020. 22:51

 

 

 

251 დევნილ ოჯახს თბილისში, „დირსის“ დასახლებაში საცხოვრებელი ბინები გადაეცა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მართალია, დღევანდელი გადაწყვეტილება ზღვაში წვეთია, მაგრამ დევნილი ბავშვების მომავლისთვის ზრუნვა შემდეგშიც გაგრძელდება.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე,  გერმანიის ელში საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

 

რამდენიმე ოჯახს ახალი ბინის გასახები პირადად პრემიერმა გადასცა.

 

„უამრავი დევნილი გვყავს, რომლებსაც სახელმწიფოსგან ზრუნვა სჭირდება. ჩვენს დევნილებს გადავცემთ 251 საცხოვრებელს. ადამიანები, რომლებსაც ომის შედეგად საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ, დღემდე ჭერის გარეშე არიან. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ბავშვების მომავლისთვის ზრუნვა უნდა განვაგრძოთ და ასეთი დღეები ვიზეიმოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 



 

 

 

right_banner
არქივი
right_banner