logo_geo
eng_logo
კლერ ოლბლესი: გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე ყოფილა
- +

8 აგვისტო. 2020. 15:42

 

 

„გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე ყოფილა“, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კლერ ოლბლესი  სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს და 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-12 წლისთავს ეხმიანება.

 

„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის წლისთავზე ვიხსენებთ ყველა გარდაცვლილსა და გადაუჭრელი მტრობის გავლენის ქვეშ დღემდე მცხოვრებ ადამიანებს. გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე ყოფილა“, - განაცხადა კლერ ოლბლესმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner