logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი ნიქოზის საკათედრო ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
- +

8 აგვისტო. 2020. 16:24

 

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სოფელ ზემო ნიქოზს ეწვია და მაცხოვრის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

 

მეუფე ესაიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ჩამობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ნიქოზის ეკლესიაში წესისამებრ ამ დღეს სრულდება და მნიშვნელოვანია, რომ მადლობა შევწიროთ იმ ახალგაზრდებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს დაცვას.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner